დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდეტნი ასლან ბჟანია, ბათუმის პორტში გამართული აქციის შემდეგ, რუსულ ლაინერ Astoria Grande-ს და რუს ტურისტებს “თბილ დახვედრას” დაჰპირდა.
“რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი” – უთხრა კრემლის პროპაგანდისტულ მედიას ბჟანიამ.