20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი, საქართველოს მილიტარიზაცია გარდაუვალია” — მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქვეყნის უსაფრთხოების საკუთარ ხედვას წარადგენს. სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პასიური პოზიცია საფრთხის წინაშე თავის მომკვდარუნებას ჰგავს.

„ჩვენს გარშემო რეალობა არის ძალიან საშიში და ჩვენ პოლიტიკური ანესთეზიის ნაცვლად ყველას სიმართლე უნდა ვუთხრათ. გარდა ყველაფრისა, უნდა გვახსოვდეს — აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი. ყველაფერი ეს საქართველოს მილიტარიზაციას გარდაუვალს ხდის. გვინდა გადავრჩეთ? — შევიარაღდეთ, ხელახლა შევქმნათ ჯარი. ქოცური ნარატივი, რომ რუსულ დათვს თუ დავუწვებით არ დაგვგლეჯს, სრულიად აცდენილია რეალობას“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“გახარია საქართველოსთვის”: დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტმა შედეგი გამოიღო
შემდეგი სტატიასააკაშვილი: დაგვჭირდება უკრაინასთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვითი პაქტების გაფორმება