აფხაზეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მესაზღვრეს, რაშიდ ქანჯი-ოღლის საქართველოს არ გადასცემს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

საზღვრის საინჟინრო დაფიქსირებააფხაზეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მესაზღვრეს, რაშიდ ქანჯი-ოღლის საქართველოს არ გადასცემს. ამის შესახებ “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

“კანონისა და ჩვენი კონსტიტუციის მიხედით, ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი მოქალაქეები სხვა სახელმწიფოს იურიდიქციას გადავცეთ”, – განაცხადა ხაჯიმბამ

დეფაქტო პრეზიდენტის თქმით, მესაზღვრეს სასჯელი დაეკისრება, თუკი მკვლეობაში მის ბრალს დაამტკიცებენ.

“აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას შეუჩერდა უფლებამოსილება. თუკი მისი ბრალი დამტკიცდება, მას შესაბამისი სასჯელი დაეკისრება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი კანონები, რომლებიც ამის გაკეთების საშუალებას იძლევა”, – განაცხადა ხაჯიმბამ

საქართველოს მოქალაქე 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლეს. 23 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ქანჯი-ოღლის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი – საქართველოში ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას გზავნილით, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს
შემდეგი სტატიაჯონ კერი – ვარშავის სამიტზე კვლავ დავადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით