აფხაზეთი ბარსელონაში გამართულ პროდუქტების გამოფენაზე მონაწილეობდა

16-19 აპრილს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ პროდუქტების და სასმელების 22-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციაში იყვნენ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გენადი გაგულია, ასევე თამილა მერცხულავა, კამა ცვიჟბა და სხვები.
Alimentaria – ესპანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა და ის 1976 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზურმა სტენდმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

https://youtu.be/NiFcieC30AU

 

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლება “რუსთავი 2-ის” გაჩუმებას ცდილობს – არასამთავრობოები
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ გატაცებული ელიზბარ მესტუმრიშვილი თავისუფალია