აფხაზეთი ასტანას გაცნობის ფორუმში მონაწილეობს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა ყაზახეთში, ასტანას ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, აფხაზური მხარის ფორუმზე ყოფნა გაცნობით ხასიათს ატარებს და “აფხაზური მხარე ხელიდან არ უშვებს არც ერთ მრგვალ მაგიდას და განხილვას” – განაცხადა დელეგაციის წარმომადგენელმა სიმონ აგრბამ. ფორუმის ფარგლებში აფხაზური მხარე, ასევე დახურულ შეხვედრებს გამართავს ევროაზიული თანამშრომლობის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ეკონომიკური ტრენდებისა და სხვა თემებზე.
ასტანას ეკონომიკური ფორუმი 11 წელია იმართება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ქალის სტვენით გაცილებისთვის დააჯარიმებენ
შემდეგი სტატიაისრაელის პრემიერმა “ევროვიზიის” გამარჯვებულთან “ქათმები” იცეკვა (ვიდეო)