აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი მოქალაქეთა ნაწილისთვის ღიაა

ენგურის ხიდზე,ამ დროის მონაცემებით, გადაადგილება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებსა და სამედიცინო ცნობის მქონე პირებს შეუძლიათ. ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციით, ხიდზე მიმოსვლა სხვა ნებისმიერი პირისთვის აკრძალულია. ენგურის ხიდზე მგზავრთა სიხალვათე შეინიშნება.

ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. სოხუმმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ 14 მარტიდან “საზღვარი” სრულად ჩაიკეტებოდა.

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ენგურის ხიდის გავლით მიმოსვლის შეზღუდვა 7 აპრილამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშინუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს-რომან გოცირიძე საზოგადოებს მოუწოდებს
შემდეგი სტატიაკარანტინი საშინელება არაა – როგორ ერთობიან იტალიიდან დაბრუნებული სტუდენტები “ლჯ და კომპანია”-ში