აფხაზებს გაზეთ ,,აფხაზიას,, საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე გააქვთ

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყება საქართველოს ოფიციალური პირების მიერ, თურქეთში გამომომავალი გაზეთ ,,ჰურიეთის,, დამატები – გაზეთ ,,აფხაზიაზე,, გამოთქმულ რეაქციას ეხმაურება.
აფხაზეთის საგარეო უწყების მიერ 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოფიციალურმა ხელისუფლებამ აფხაზების მიმართ თავისი ემოციები და ნეგატიური დამოკიდებულება ვერ დაფარა…
,,სამწუხაროდ საქართველოს წარმომადგენლებმა ამჯერადაც ვერ შესძლეს შეეკავებინათ თავიანთი უკიდურესად ნეგატიური ემოციები აფხაზეთის და მისი ხალხის მიმართ, დაატყდნენ რა თურქეთის ხელისუფლებას მწვავე კრიტიკით თურქულ პრესაში აფხაზეთთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნების გამო.
დიდი ხანია იქცა ნორმად, რომ საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევა, მიმართული აფხაზეთის მოქალაქეთა შეზღუდვისკენ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში. ესეც არ იკმარეს და ახალა საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები აღშფოთებას გამოხატავენ უცხო ქვეყანის პრესაში აფხაზეთთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნების გამო,, აცხადებს დეფაქტო საგარეო უწყება.
უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში საუბარია აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის აგრესიულ ტონზე თურქეთში გამომავალი ,,აფხაზიას,, თემაზე, რომლის გამოც აფხაზები ხაზს უსვამენ, რომ ქალბატონი მინისტრი ჟენევის მოლაპარაკებებში ღებულობს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ამ თემას ჟენევის მოლაპარაკაბებში დასვამენ და ჟენევის დისკუსიის ტანატავმჯდომარეებისაგან მომხდარზე მკაცრ შეფასებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი ნარჩემაშვილს: “გაგებაში არ ხარ…მადლიერი ხარ ამ საქმით მილიონებს რომ შოულობს…”
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარადგინა