აფხაზებმა რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას ხმა მისცეს…

დღეს, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო ძალებს ჩამოაყალიბებენ.

დოკუმენტი დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტმა წარადგინა.
“ჩვენი პირველი დანიშნულება ქვეყნის უსაფრთხოებაა. ეს საკითხი, როგორც არასდროს აქტუალურია. როცა 2014 წელს დოკუმენტს ხელს ვაწერდით, მაშინ ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ასე სწრაფად დადგებოდა მისი პრაქტიკული აქტუალურობა” – განაცხადა დე-ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დაურ არშბამ.

დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატის გიორგი არგბას თქმით, “რუსეთის დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი სამშობლო დავიცვათ”.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დუკუმენტს 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიდაჭრილია “ქართველი პარტიზანების” მებრძოლი ზაზა ბიწაძე
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სუ-24-ის შავი ყუთი დაზიანებულია