აფხაზების ე.წ. დეპუტატი მსოფლიო პატრირქს შეხვდა

Said_Haraziaაფხაზური მედია აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, სტამბულში აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრი საიდ ხარაზია, მის უწმინდესობა კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის არქიეპისკოპოსს, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს შეხვდა.

,,საიდ ხარაზია მიესალმა პატრიარქ ბართოლომეოს, მიულოცა  სულთმოფენობის დღესასწაული და გადასცა მას სამახსოვრო საჩუქრები, რომლებიც მოწმობენ აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიასა და აფხაზური სახელმწიფოებრიობის დიდებულ ისტორიას.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის აფხაზ დეპუტატს და დალოცა აფხაზი ხალხი ,, აცხადებს აფხაზური მედია.

აფხაზური მედია არ აკონკრეტებს, თუ რა იყო ის სამახსოვრო საჩუქარი, რომელიც მსოფლიო პატრიარქს მათმა ე.წ. დეპუტატმა გადასცა და რომელიც როგორც თავად აცხადებენ ,, მოწმობენ აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიასა და აფხაზური სახელმწიფოებრიობის დიდებულ ისტორიას,,

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშისტიქია დუშეთის რაიონში
შემდეგი სტატიასააკაშვილის ინტერვიუ უკრაინის 5-ე არხზე (სრული ვიდეო)