აფხაზები პოზდნერს თავისთან ეპატიჟებიან

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ არძინბა რუს ჟურნალისტს ვალდიმირ პოზდნერს აფხაზეთში ეპატიჟება:

“ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზდნერის ირგვლივ საქართველოში მიმდინარე ამბები ცხადად აჩვენებენ იმას, ეს კავკასიური რესპუბლიკა რაოდენ წადიდა საკუთარი კულტურიდან ჩვენთვის უცხო დასავლური ღირებულებებისაკენ. სტუმართმოყვარეობა და გულითადი მიღება, ტრადიცია კავკასიელებს სისხლში აქვთ, რომელიც არასდროს შეწყვეტს აქტუალობას და თავისთავში ღრმა კულტურულ ღირებულებას ატარებს.
კავკასიელი საკუთარ მტერსაც კი არ შეეხება საკუთარ სახლში, ამაში ღრმა სიბრძნეა. თუმცაღა, ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები, ათობით წელია ნელ-ნელა უარს ამბობენ საკუთარ იდენტობაზე და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი თავი.
პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმირის ძევ,
პირველ რიგში, გილოცავთ დაბადების დღეს.
მეორე – აფხაზეთში გეპატიჟებით.
მომხდარი ამბების შემდეგ გთხოვთ, იყავით ჩვენი სტუმარი, რომ გაჩვენოთ ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა” – არძინბამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

ვლადიმირ პოზდნერმა, რომელიც საქართველოში საკუთარ მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, წუხელ აქტივისტების მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, თბილისი დატოვა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა
შემდეგი სტატიანიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერება – ომბუდსმენის ანგარიში