აფხაზები ეკლესიის ავტოკეფალიას ითხოვენ, მაგრამ ვერ თანხმდებიან

აფხაზები ეკლესიის ავტოკეფალიას ითხოვენ

აფხაზეთში ისევ მწვავედ დადგა ე.წ. აფხაზური მარლთმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, რომელზეც ამჯერად დე-ფაქტო პარლამენტის წევრები ვ. გურჯუა, ს. ლაკობა, დ. ფილია, ო. დამენია და კ. ჯინჯოლია შეწუხდნენ.

ე. წ. პარლამენტის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია წუხილი იმის შესახებ, რომ ,,აფხაზეთმა გაარკვია რა, თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სტატუსები, ვერ გაერკვა საკუთარ ეკლესიის სტატუსში,,… მათი აზრით, ,,საქართველოს მარლთმადიდებლურმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა აგრესორ ქართველებს ერთმორწმუნე აფხაზებთან ბრძოლაში, თავისი თავს წაართვა უფლება აფხაზი მორწმუნეების მფარველი ყოფილიყო,,  და გამომდინარე იქიდან რომ ,,საქართველო და აფხაზეთი დღესაც საომარ მდგომარეობაში არიან, აფხაზური ეკლესიის ქართულ ეკლესიის წიაღში დაბრუნება შეუძლებელია,, აცხადებენ ე.წ. დეპუტატები.

განცხადების გამავრცელებელი პირები, ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თავად ე.წ. აფხაზურ ეკლესიაშიც არ არიან ერთ აზრზე საკუთარი ავტოკეფალიის მიმართ… მათი განცხადებით, აფხაზი სასულიერო პირები 2011 წელს ორად გაიყვნენ… ,,ერთმა ჯგუფმა გამოაცხადა აფხაზური მარლთმადიდებლური ეკლესიის საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან გამოსვლის შესახებ და დამოუკიდებელი ეპარქია დაარსა წმინდა აფხაზური მიტროპოლიის სახით, რომელიც აფხაზური კანონმდებლობით დარეგისტრირებული ერთადერთი სასულიერო ორგანიზაციია ქვეყანაში… ხოლო მეორე ჯგუფმა, მღვდელი ბესარიონის მეთაურობით, აფხაზებს საკუთარი ეკლესიის საქართველოს ეკლესიისაგან დახსნის საკითხის გადამწყვეტად, რუსეთის პატრიარქი დაუსახა და ამ საკითხში მისი მორჩილება მოითხოვა,,  აცხადებენ განცხადების ავტორები, რომელთა აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტაში ახალ აფხაზური ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, რათა დროულად მოხდეს ქვეყნის გამართულ სასულიერო ცხოვრებაში ჩართვა და აფხაზური მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – 2016 წლის შემოდგომაზე მაჟორიტარული არჩევნებისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება
შემდეგი სტატიასაინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი,, საკუთარ სერვერზე გადასვლასთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათიდან გააგრძელებს