ქეთი ბაკარაძე: აფხაზები ძლიერი, კარგად განვითარებული და პრინციპული სამოქალაქო საზოგადოებით არიან წარმოდგენილნი

“დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ სრულად კონტროლდება; ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა და უარი თქვა ძალის გამოყენებაზე.
დაიწყო მორიგი რუსული კანონპროექტის უკან გამოწვევის პროცედურა❗️
ამ მოცემულობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ აფხაზეთი ფაქტობრივად სრულად არის დამოკიდებული კრემლის მიერ გადმოსროლილ ფინანსურ რესურსებზე, ბიუჯეტის 90% “დუმას” მიერ სუბსიდირებული ტრანშია; ე.წ. პრეზიდენტი და მისი გარემოცვა რუსული სპეცსამსახურების წიაღქვეშ აღმოცენებული პირები არიან და ბუნებრივია, მათი ინტერესების გამტარებლები!
ჯერჯერობით პროგნოზირება რთულია, რა სცენარით განვითარდება პროცესები, თუმცა სოხუმი დღეს მოვლენების ეპიცენტრშია და ფაქტია, რომ აფხაზები ძლიერი, კარგად განვითარებული და პრინციპული სამოქალაქო საზოგადოებით არიან წარმოდგენილნი,-წერს აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი,  ქეთევან ბაკარაძე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა
შემდეგი სტატიაასლან ბჟანიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს