აფხაზები 11 ქართული სკოლის რუსულად გადაკეთებას აპირებენ

აფხაზური მედიის მონაცემებით, ახალ სასწავლო წელს ოკუპირებულ რეგიონში 2938 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.
იმ მონაცემების მიხედვით, რომელზეც აფხაზურ მედიასთან სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. განათლების მინისტრის მოადგილემ – დიმიტრი გვარამიამ ისაუბრა, აფხაზეთში ამ მომენტისთვის 156 სკოლა მოქმედებს. აქედან 59 – აფხაზური, 46 – რუსული, 15 -აფხაზურ-რუსული, 25 – სომხური და 11– ქართული. სულ აფხაზეთში 27 ათასამდე მოსწავლე და 3800 მასწავლებელი ირიცხება.
გვარამიას განცხადებით, გალის დაბალი ზონის სოფლებში არსებული 11 ქართული სკოლა თანდათანობით რუსულ სწავლებაზე უნდა გადავიდეს და ამისთვის მათ ქართველი პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ისინი სპეციალურ კურსებზე მოამზადეს.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანი ფერვეზ მუშარაფს ბენაზირ ბჰუტოს მკვლეობის გამო ეძებს
შემდეგი სტატიაქეთი დოლიძე: “ქეთი გააქციეს”