აფხაზ კარატისტთა ნაკრებმა სტამბულის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა

11055271_1006505546041333_7408877057306539105_nაფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის კარატე-დოს ფედერაციის სპორტსმენებმა სტამბულში  IJKA-ს ვერსიით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა.

აფხაზური წყაროების ცნობით, მათი გუნდიდან ვეტერანთა შორის ახრა აბუხბამ (აფხაზური კარატედოს ფედერაციის პრეზიდენტი) და გუნდურ კუმიტებში სიმა ხარაზიამ ოქროს მედლები მოიპოვეს. ინალ ხაჯინბამ, არტინ ოტირბამ და სოსლან ბიგვავამ გუნდურ შეჯიბრების ფინალში იაპონელებთან დათმეს და მეორე ადგილს დაჯერდნენ… ხოლო პირად პირველობაზე კუმიტებში დაურ ტარბამ, სიმა ხარაზიამ, ტარიელ ჭეჟიამ და ,,კატებში,, ნიკოლ აგუმავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, აცხადებს აფხაზური მედია.

11391321_1006505459374675_2079558797246602557_nაღსანიშნავია, რომ იაპონური კარატე-დოს საერთაშორისო ასოციაცია ,,The International Japan Karate-Do Association,, (IJKA) სპორტის ამ სახეობის უმაღლესი რანგის ორგანიზაციაა და მის მიერ  აფხაზეთის კარატე-დოს გუნდის მიწვევა მსოფლიო ჩემპიონატზე, მავანთათვის ყურადსაღები ფაქტია.

banner
წინა სტატიაშიგერმანია რუსეთსა და ყატარში ჩასატარებელი ჩემპიონატების გადახედვას ითხოვს
შემდეგი სტატიასტიქია თბილისში+ფოტო