აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას ხვალ, 2 სექტემბერს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონია 16:00 საათზე დაიწყება. დღეს თბილისში, ბუავას სამოქალაქო პანაშვიდზე, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ და გარდაცვლილს უკანასკნელი პატივი მიაგეს.
დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.















