აპირებს თუ არა მეუფე იაკობი პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებას

“ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი,” – ასე უპასუხა ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტის შეკითხვას, შეუშვებს თუ არა თავშესაფარში სახალხო დამცველს.

მე ახლა შემოსული ვარ, რომ სიტუაციას გავეცნო. გავეცნობი სიტუაციას, ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ასვეე, სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ შემოსულები და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო არ ვიცი, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ და ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამბობს მეუფე იაკობი.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდის პანსიონი ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გადაიბარა
შემდეგი სტატიამეუფე იაკობის გეგმები ნინოწმინდის პანსიონზე-“აქ იმისთვის ვარ, მივხედო ყველა საკითხს”