9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

აფგან სადიგოვის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი უკვე გათავისუფლებულია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს.

მისი განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მას შეშფოთების სერიოზულ საფუძველს აძლევს.

„ამ მოვლენების გათვალისწინებით, შეშფოთების საკმაოდ სერიოზული საფუძველი მაქვს. დღემდე განცდილი ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა და განადგურდა. ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია არ ინერვიულო. ძალიან ვნერვიულობ აფგანის სიცოცხლეზე!“– წერს სადიგოვა.

შეგახსენებთ, მანამდე სევინჩ სადიგოვამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე პოლიციამ დააკავა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორის, ადვოკატ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გუშინ ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშირუსთავი-მარტყოფის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოში შესაძლოა C5 კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა დაინერგოს