აფგან მუხთარლის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ინფრომაციას გამოცემა “ჰაქინ -აზი” ავრცელებს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ბოლო სიტყვით მიმართა თავად აფგან მუხთარლიმაც, რომელსაც გამოძიება კონტრაბანდას, საზღვრის უკანონო კვეთას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.

მუხთარლიმ ბრალდებას კიდევ ერთხელ აბსურდული უწოდა და კვლავ გაიმეორა, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშიმძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან ასეთი ნაბიჯებით ვერ გამოვალთ
შემდეგი სტატია,,ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს”