აფგან მუხთარლის საქმეს ჩვენ მუდმივად შევეხებით ჩვენს ანგარიშებსა თუ განცხადებებში

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი კითხვები ამ საქმეზე არსებობს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით:
“ყველა იმ საქმეზე, რაზეც აპარატში მიმდინარეობდა მუშაობა, მათ შორის რეზონანსული საქმეები, რაზეც მედიის და საზოგადოების ინტერესი არსებობს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. აფგან მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ნამდვილად პრობლემატური საქმე. მთავარი კითხვები ამ საქმეზე არსებობს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და იმ გარემოებების შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პირის გაუჩინარება და შემდეგ საზღვრის კვეთა.
რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ მუდმივად შევეხებით ჩვენს ანგარიშებში თუ განცხადებებში”, – განაცხდა ნინო ლომჯარია

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული
შემდეგი სტატიაკალაძე ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას “უსაფუძვლო აჟიოტაჟს” უწოდებს