აფგან მუხთარლის საქმე – საპარლამენტო უმცირესობა არასამთავრობო სექტორს შეხვდება

აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე დღეს საპარლამენტო უმცირესობა არასამთავრობო სექტორთან ერთად იმსჯელებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებისგან ობიექტური გამოძიების ჩატარებას და მთავარ კითხვებზე პასუხს ითხოვენ – ვინ და კონკრეტულად ვისი დავალებით გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან.

„კარგი იქნებოდა „ქართული ოცნებაც“ შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმიტომ, რომ ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ჩვენი ღირსების საკითხი,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტს მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 34 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციაც სთხოვს.

„გვაქვს იმის იმედი, რომ დავარწმუნებთ მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობას საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ. როცა უკვე გამოძიება რაიმე აქტიურ პროგრესს საქმესთან დაკავშირებით არ აჩვენებს, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ასევე ვხდებით საპარლამენტო უმცირესობასაც და გვინდა რომ მოვისმინოთ მათი გეგმების შესახებაც, ასევე ჩვენ ხედეა გავიზიაროთ,“-აცხადებს “”კონსტიტუციის 42-ე მუხლის”” აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კაციტაძე.

თავად აფგან მუხთარლი საქართველოდან მის აზერბაიჯანში გატაცებას, ილჰამ ალიევს, გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიმსხვერპლის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი – საია სახელმწიფოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგაუქმებული რეისები – ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავის მიღება ვერ შეძლო