აფგან მუხთარლის პირად ალბომში აღმოჩენილი ფოტოები – ახალი მტკიცებულებები გატაცებული ჟურნალისტის საქმეში

აფგან მუხთარლის მეუღლის მესამე გამოკითხვა – ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესების დამცველის განმარტებით, საქმე მათ მიერვე მოპოვებულ ახალ მტკიცებულებებს ეხება. საუბარია აფგან მუხთარლის პრიად ალბომში აღმოჩენილ ფოტოებზე. მათზე ის ადამიანები არიან აღბეჭდილი, რომლებიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის თქმით, მუხთარლის გატაცებამდე მას უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი ქართული გამოძიებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ქართული მხარე ობიექტური გამოძიებით დაინტერესებული არ არის.

„პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია იმ სამი პირის შესახებ რომლებიც ჩვენი აზრით უთვალთვალებდა აფგან მუხთარლის გატაცებამდე. ამის შემდეგ პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და გამოსაკითხად დამიბარეს. სამწუხაროდ პოლიციის საქმეს ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ვიძიებთ საქმეს ჩვენ ვაწვდით მათ მასალებს, რადგან ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა უწყების უსაფრთხოების კამერები არ მუშაობდა და მათ ჩანაწერები არ აქვთ. ეს ნონსენსია. აფგანი ამბობს, რომ გამტაცებლები კრიმინალური პოლიციის უნიფორმაში იყვნენ ჩაცმულები, 10 დღეში ამ სამსახურის ხელმღვანელი ამირანაშვილი მოხსნეს თანამდებობიდან და შემდეგ თქვეს რომ კამერები არ მუშაობდა. ეს სამი ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენონ, თუ მათ რეალურად სურთ გამოძიების წარმართვა. მაგრამ ცხადია რომ “ქართული ოცნების” მთავრობას ამის სურვილი არ აქვს,“ – განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, გამოძიებასთან თანამშრომლობა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად აფგან მუხთარლის ინტერესების დამცველები საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღდეგ ევროპულ სასამართლოში გადასაგზავნ მიმართვას ამზადებენ.

banner
წინა სტატიაშირებეკა ჰარმსი: მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება არ უნდა მოხდეს
შემდეგი სტატიათუ „რუსთავი 2“ გაქრება, ვითარება უფრო გაუარესდება