აფგან მუხთარლის მეუღლე დაკითხვაზე დაიბარეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დაკითხვაზეა დაბარებული. ის პოლიციაში მისვლას დღეს გეგმავს.
მუსტაფაევა ბრიუსელიდაბ გვიან ღამით დაბრნდა, სადაც ის ევროპარლამენტის რეზოლუციასთან “აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა” დაკავშირებით იმყოფებოდა, მუსტაფაევას თქმით მისი მოთხოვნა იყო რომ რეზოლუცია ივლისის ნაცვლად, ივნისში გამოქვეყნებულიყო, რაზეც შეთანხმებას მიაღწია.

ლეილა მუსტაეფამ მეუღლის გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მუსტაფაევა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ფალსიფიცირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანული და ქართული გამოძიების იმედი არ აქვს. მისის თქმით, მუხთარლის საქმე საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება და ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის უმოქმედობა გაკვირვებას იწვევს .

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს დღეს შეხვდებიან
შემდეგი სტატიაჩხვირკია და ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან