აფგან მუხთარლის ცოლის ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მუსტაფაევა ამის შესახებ ფეისბუქზე წერს:

“აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სასტიკად სტკივა თვალები, გართულებულია ურინარული (შარდ-სასქესო) სისტემის მდგომარეობა. იტანჯება სისხლის მაღალი წნევით და დიაბეტის მეორე ტიპით. ციხის ექიმებს ის ჯერაც არ გაუსინჯავთ” – წერს მუსტაფაევა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ
შემდეგი სტატიარუსულ-აფხაზურ შეხვედრაზე ინვესტირების საკითხები განიხილეს