აფგან მუხთარლი – დარწმუნებული ვარ, ჩემი გატაცების ბრძანება ივანიშვილმა გასცა

აფგან მუხთარლი საქართველოშია. ეს არისი მისი პირველი ვიზიტი ქვეყანაში, საიდანაც ის 2017 წელს მოიტაცეს, ძალით გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე და რის შემდეგაც მას რამდენიმე წლის გატარება მოუწია საპატიმროში.

საქართველოში ის სტამბულის გავლით დრეს დილას ჩამოვიდა და ამ დროისათვის საკუთარ ადვოკატებთან გადის კონსულტაციებს, რა ფორმით გააგრძელებს სამართლებრივ დავას მისი მოტაცების საქმეზე.

მუხთრლის თქმით, აპირებს გამოძებას ჩვენება მისცეს მისი გატაცების საქმეზე:

“საქართველოში ჩვენების მისაცემად ჩამოვედი…დარწმუნებული ვარ, ჩემი გატაცების ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა”- ამბობს აფგან მუხთარლი.

მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები და მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის. თუმცა 4 წელია ქართულმა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა გამომძიებელი ჟურნალისტის თავხედური მოტაცების შესახებ. მუხთარლის რამდენიმე თვის წინ საქართველოში შემოსვლაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

წყარო: “მთავარი არხი”

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ხობში – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაგიორგი ხვედელიანი – მნიშვნელოვანია, რომ 15 მაისს აქციაზე ვიყოთ ბევრნი, არ გავჩერდებით ცვლილებებამდე