აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

საკასაციო სარჩელი უზენაესში თავად მსჯავრდებულმა შეიტანა. ის შეკინის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის გადახედვას ითხოვდა.

მუხთარლის ბრალად სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ძალის გამოყენებაში დასდეს.

მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მუხთარლი ამბობს, რომ მისი გატაცება საქართველოს მთავრობამ, კრიმინალური პოლიციის, სასაზღვრო სამსახურისა და საბაჟოს თანამშრომლებმა განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობასა და ალბანეთის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
შემდეგი სტატიაჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა