აფგან მუხტარლის წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა

აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტს აფგან მუხტარლის წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანული მედია მუხტარლის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. აფგან მუხტარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მაისის ბოლოს შეუფარდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.

ჟურნალისტის საქმეზე აზერბაიჯანში გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო. ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიოკაცეს კანიონთან ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატია“ოკრიბადან” “დაკარგულმა” ბიჭმა 23 ათასი დოლარი წააგო