აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი

EFTA-მ და საქართველომ, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს თავისუფალი ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერის შედეგად

აზერბაიჯანელ ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ ჩაატარონ საჭირო პროცედურები, წინასწარი დასკვნების გაკეთება არასწორად მიმაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მუხტარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ჟურნალისტ მუხტარლის საქმეს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი. გამოძიება მიმდინარეობს, უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ ჩაატარონ საჭირო პროცედურები, რომელიც დღეს მიმდინარეობს. წინასწარი დასკვნების გაკეთება, რა ჩანაწერი იყო ნახული, რა სამხილები არსებობს საქმეში, მე არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, მხოლოდ და მხოლოდ
შემდეგი სტატიავის უკრძალავს პოლიცია ვიდეო-მასალის გადაცემას(ვიდეო)