სოხუმში მოსამართლის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2017 01:36

სოხუმში მოსამართლის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

აფხაზეთის დე-ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის თემურ შონიას ავტომანქანას რამდენიმე საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. მანქანა სასამართლოს შენობასთან იდგა, მოსამართლე კი სამსახურში იმყოფებოდა. გამოძახებულმა სახანძრო სამსახურის ძალებმა ცეცხლი ჩააქრეს. გაირკვა, რომ ავტომანქანას ცეცხლი წინა მარჯვენა საბურავიდან გაუჩნდა. ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ ცეცხლი გაუჩნდა დეპუტატობის კანდიდატის ბათალ აიბას ავტომანქანას. სამართალდამცავები არკვევენ არის თუ არა ერთმანეთთან დაკავშირებული ეს ორი შემთხვევა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2017 01:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics