აფეთქების შედეგად ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სტუდენტი დაშავდა

ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში აფეთქების შედეგად ერთი ახალგაზრდა დაშავდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით სტუდენტმა ასაფეთქებელ მოწყობილობას ფეხი დააბიჯა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

ახალგაზრდა ჰოსპიტალიზებულია. თითმხილველების თქმით, მან ქვედა კიდურის ნაწილი დაკარგა.

ნიუ-იორკის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარი ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ პარკში ხელნაკეთი პიროტექნიკა აფეთქდა, რომელსაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამზადებდნენ.

ამჟამად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : რეზოლუციაში ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს ფორმირების პროცესი იწყება