აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გააგრძელებს- კონსილიუმი იაშვილში

იაშვილის კლინიკაში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი გაიმართა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია.

„ახლა კლინიკაში რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. ამ პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ერთი პრობლემა, რომელიც გუშინვე გამოვლინდა, არის სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდ გუშინაც დაიწყო ღონისძიებები და ახლაც გრძელდება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, დაზიანების ხარისხის და სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და პარამეტრებს დინამიკაში დავაკვირდებით. კონსილიუმის შედეგად, ჩვენ დღეს დამატებით დაგვჭირდება ყელ-ყურ-ცხვირის აქტიური ჩარევა. დამატებით ნეიროქირურგისა და ყბა-სახი ქირურგის ჩარევას არ საჭიროებს”, – განაცხადა ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიენერგოომბუდსმენი „ყაზტრანსგაზისგან“ ახსნა-განმარტებას ითხოვს
შემდეგი სტატიალინას ლინკევიჩუსი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს