აფეთქება ვეძისში – დაზიანდა ავტომანქანები

აფეთქების ხმა გაისმა გვიან ღამით ვეძისში, ისაკაძის 37 ნომერში. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ამავე კორპუსის ავტოფარეხში 2 ავტომანქანა დააზიანა. მოსახელობის თქმით, ბიძგი იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებმა იგრძნეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და პოლიციელები.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. რამ გამოიწვია აფეთქება – დეტალებს გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არ ადასტურებს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას
შემდეგი სტატიაბათუმში დაკავებული იყო არა 40, არამედ 66 ადამიანი – ობმუდსმენის აპარატი შსს-სგან განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს