აფეთქება სტამბოლში – წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლიც

რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქში.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება მეტროსადგურ ბაირამ ფაშასთან ახლოს, ადგილობრივი დროით 17.15 საათზე მოხდა.

თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. თუმცა, ინფორმაცია ამ დრომდე ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქება ძლიერი იყო. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

მომხდარისთვის ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია ამ დროისთვის არ მიუნიჭებიათ.

banner
წინა სტატიაშიიაშვილის საავადმყოფო გარდაცვლილი 8 წლის ბუკას შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ბარამიძე – ინკვიზიციური საპროცესო კოდექსი სისტემურად ახალი კოდექსით შევცვალეთ