აფეთქება სირიაში – ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც სირიის ქალაქ მანჯიბში თვითმკვლელის აფეთქების შედეგად მოხდა. აფეთქებისას სულ 19 ადამიანი დაშავდა. თეთრი სახლის პრეს-მდივნის სარა სანდერსის თქმით, ინფორმაცია უკვე მიაწოდეს დონალდ ტრამპს. მას შემდეგ, რაც ტრამპმა სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ გააკეთა განცხადება, მსგავსი თავდასხმა პირველად განხორციელდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშინატოს გენშტაბების ხელმძღვანელები: რუსეთი და ტერორისტები – ორი მთავარი გამოწვევა
შემდეგი სტატიაFacebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ასობით აკაუნტი გააუქმა