26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

აფეთქება რუსეთში: ბელგოროდში, სავარაუდოდ, იარაღის საწყობი აფეთქდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის დასავლეთ შემოგარენში, დასახლება ბელოვსკოეს მახლობლად, ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება rambler.ru ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ქალაქში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ცაში კვამლის დიდი სვეტი ავარდა, რომელიც ბელგოროდის სხვადასხვა წერტილიდან ჩანდა.

აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა, დაზიანდა სავაჭრო ცენტრი „კლასი“ და რამდენიმე სავაჭრო წერტილი.

ტელეგრამ-არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქდა იარაღის საწყობი.

ბელგოროდის ოლქი უკრაინას ესაზღვრება.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი მოქალაქის ნებაზე ძლიერი ძალა არ არსებობს” -“ძლიერი საქართველო” სომხეთის არჩევნებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაჯეიჰუნ ბაირამოვი: მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, სავაჭრო დერეფნები გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, გვინდა, ეს პოტენციალი გაიზარდოს