აფეთქება კორპუსში-77 ოჯახი საკუთარ სახლებში ჯერ ვერ ბრუნდება

გურამიშვილის ქუჩაზე ერთი კვირის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ექსპერტიზის პასუხები კი რომელმაც შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა უნდა დადოს ჯერჯერობით უცნობია. ქონება უკვე აღწერილია, თუმცა ზარალის შესახებ ზუსტი მონაცემები ამ დრომდე არ არსებობს.

აფეთქების შედეგად 77 ოჯახის ევაკუირება განხორციელდა. პირველ ხუთ სართულზე მცხოვრები ოჯახები ქირით გადაიყვანეს, რადგან ყველაზე მძიმედ სწორედ ეს სახლები იყო დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია როდის მოხერხდება მათი საცხოვრებელი სახლების სრულად რეაბილიტაცია.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროში ცხოვრობს. კორპუსის სრულად აღდგენამდე ქირით ცხოვრება 15-მდე ოჯახს მოუწევს. გურამიშვილზე აფეთქება 18 ოქტომბერს მოხდა, შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობ, ვის სახლშიც აფეთქება მოხდა კვლავ მძიმეა და საავადმყოფოში რჩება

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები – თეოლოგები გამოძიების დაწყებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაპოლიციამ კახეთში არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავა