ფლორიდაში, მაიამის პოპულარულ ტურისტულ ზონაში, იახტაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი მძიმედ დაშავდა — მათ სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა და ტრავმები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სანაპირო დაცვა და სამაშველო ვერტმფრენები, რომლებმაც დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. აფეთქების ზუსტ მიზეზს აშშ-ის შესაბამისი უწყებები ამ დრომდე იძიებენ.
















