აფეთქება გურამიშვილზე-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა აფეთქება.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.” -ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაში“პროკურატურის განცხადება გაურკვეველია ჩემზე”- ოქრუაშვილი
შემდეგი სტატიამამაკაცს, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული