აფეთქება დიდ დიღომში – მეექვსე სართულზე გარე ფასადის დემონტაჟი მიმდინარეობს

აფეთქება დიდ დიღომში – მეექვსე სართულზე გარე ფასადის დემონტაჟი მიმდინარეობს,რის შემდეგა გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მეექვსე სართული მთლიანად დანგრეულია.

ამ დროისთვის დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩის 8 ნომერი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. კორპუსში სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტებიც და კორპუსის მდგომარეობას სწავლობენ.

ტრაგედიის ადგილას დილიდან იმყოფებიან ადგილობრივებიც, დანგრეული კორპუსის რამდენიმე მცხოვრებმა მოახერხა ბინაში შესვლა და საკუთარი ნივთების გამოტანა. ცოტა ხნის წინ ავთანდილის 8 ნომერში მივიდა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელიც.

banner
წინა სტატიაშიტრაგედია დიღომში – „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა კომპანია „ელ ჯგუფის“ დამფუძნებელი გამოკითხეს – ეკისრება თუ არა დიღომში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ყაზტრანსგაზს“