20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

აფეთქება ბათუმში: გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში აფეთქება მოხდა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას “აჭარათაიმსი” ავრცელებს.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კონტაქტურია.

ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, ოფიციალურად ჩაბარებული არ არის. შესაბამისად, შენობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება და მოსახლეობა გაზის ბალონებით სარგებლობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშივლაქერნობა: შიო მესამე ზუგდიდში ღვთისმსახურებას აღასრულებს
შემდეგი სტატიაგაფრთხილება მოსახლეობას: 14-15 ივლისს საქართველოს რეგიონებში სტიქიური მოვლენებია მოსალოდნელი