ომანის სანაპიროსთან, არაბეთის ზღვაში ნორვეგიულ ტანკერ „Stolt Magnesium“-ზე აფეთქება მოხდა. კრიზისების მართვის კომპანია MTI Network-ის ინფორმაციით, გემი უცნობი „გარე მოწყობილობის“ აფეთქებამ დააზიანა.
კომპანია Stolt Tankers-ის წარმომადგენლის განცხადებით, ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის, დაშავებულები არ არიან.
ოფიციალური წყაროების ცნობით, გემს მიადგა ზიანი, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ზუსტდება.
















