ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენს.
„1934 წელს ნაცისტებმა მიიღეს მუხანათობის კანონი (Heimtückegesetz), რომლის მიხედვითაც მაგ. ჰიტლერის პლაკატის ჩამოხევა ან თუნდაც რაიმეს მიხატვა ისჯებოდა 6-დან 12 თვემდე ციხით და თუ საბოტაჟის კვალიფიკაციას მისცემდნენ მეტითაც.
ეს კანონი დღემდე ნაცისტური რეჟიმის უსამართლობის მაგალითად ითვლება – ბავშვებს სკოლაში ამ კანონის მაგალითზე ასწავლიან რას ნიშნავს უკანონობა, წიგნებსა და გამოფენებზე სულ ამაზეა საუბარი.
დღეს, ელენე ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას, ქოცებო!“, – წერს ბაქრაძე.

















