აპატურაი – პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს

ჯეიმს აპატურაი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრას ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან. მანამდე აპატურაი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.

აპატურაი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

“საქართველოში ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ პოლარიზაცია, თუმცა სასიამოვნოა, რომ პარლამენტმა დაიწყო ფუნქციონირება და გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, ვიცი, რომ ზოგიერთი რეფორმა კიდევ მიმდინარეობს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით. ასე რომ, პროგრესი არის და მთავარი აქ ისაა, რომ ქართველ ხარს სურს ამ რეფორმების გატარება.

ჩვენ განვიხილეთ საგარეო საკითხების მთელი რიგი, თუ როგორ უნდა იმოძრაოს საქართველომ ნატოს წევრობისკენ და შევთანხმდით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული”, – თქვა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიანზორ მარგიანმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაბოკერია – ვერ ვხედავ წინაპირობებს, რომ მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს