ჯაფარიძე – ელჩების მხრიდან არის მცდელობა, იპოვონ გადაკვეთის წერტილები, დააახლოონ პოზიციები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ფასილიტატორი ელჩების მხრიდან არის მცდელობა, რომ იპოვონ რაღაცა გადაკვეთის წერტილები და რაღაცნაირად დააახლოონ პოზიციები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მონაწილეობდა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა არის მზადება მესამე რაუნდისთვის, რათა მესამე რაუნდი არ იყოს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და რაღაც შედეგით დასრულდეს.

„რა გამოვა ვერ გეტყვით, არც რაღაცა განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა მინდა და არც რაღაცა პესიმიზმის დათესვა. ტექნიკურ დეტალებს ვერ მოგიყვებით, არა მაქვს უფლება, რომ გამოვიტანო. ვერ გეტყვით ვერაფერს. არ ვიტყვი არაფერს ისეთს, რაც შეიძლება საბაბად გამოიყენოს ხელისუფლებამ, რათა მერე ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები, ამიტომ ჩემი მხრიდან იქნება დაცული ის პირობა, რომელიც მივეცი ამ ადამიანებს, ამ ხალხის პატივისცემის ამბავია, რომ არ ვილაპარაკო დეტალები გარეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაერო-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა
შემდეგი სტატიაბაქრაძე – საერთაშორისო მისიების პირველი შეფასება ისეთ დროს გაკეთდა, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ არ იცოდნენ დარღვევების ყველაზე ხილული ნაწილის, გადაკეთებული ოქმების შესახებ