AP: უკრაინაში ნაციონალისტები მოზარდებს მკვლელებად წვრთნიან

უკრაინელი ნაციონალისტები მთებში ბავშვთა ჯგუფს სამხედრო წესით წვრთნიან იმისათვის, რომ მათ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სროლა და მისი მოკვლა შეძლონ – მასალას Associated Press-ი აქვეყნებს შესაბამისი ფოტოებით. მასალის ავტორების თქმით, ნაციონალისტები მოზარდებს “იდეოლოგიურ” გაკვეთილებს უტარებენ, სადაც “ევროპელი ბოლშევიკების” მავნე პროპაგანდაზე უყვებიან. ფოტოებიდან ჩანს, რომ ბანაკში დაახლოებით 15-20 მოზარდია. სწავლებები მიდის როგორც დღის, ასევე ღამის მანძილზე.
დანაყოფს წვრთნის იური ჩერკაშინი, ჯარისკაცი, რომელიც დონბასში იბრძოდა. ჟურნალისტების თქმით, ნაციონალისტების ბანაკში წვრთნები ასობით მოზარდმა გაიარა.

ბანაკი, რომელსაც “Temper of will” -ი ქვია, რამდენიმე თვის წინ დაარსდა. მასში ახლა ყველაზე ასაკიანი 18 წლის არის. “ჩვენს ქვეყანაში ყოველ წამს შეიძლება ცუდად წავიდეს საქმე. ბანაკში ვსწავლობ როგორ დავიცვა საკუთარი თავი და ჩემთვის საყვარელი ხალხი” – ამბობს ის ჟურნალისტებთან. ბანაკი ტერნოპილთან მდებარეობს. მოზარდების საწვრთნელი იარაღი AK-47-ია.
იური ჩეკრაშინი ამბობს, რომ ისინი არასდროს ესვრიან ხალხს, “მაგრამ ჩვენ ადამიანებად არ ვთვლით სეპარატისტებს, პატარა მწვანე კაცუნებს, მოსკოველ ოკუპანტებს” – Associated Press-ი ავრცელებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიათობით ქვეყანა კიბერშეტევებთან ბრძოლის შესახებ შეთანხმდა
შემდეგი სტატიაპარიზიდან დაბრუნებულმა ტრამპმა ევროპა გააკრიტიკა