ანზორ მელია: თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, ნიკა პარლამენტშიც შევა

„ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა“, – ასე ეხმაურება ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გირაოსთვის თანხის ჩარიცხვას ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია.

„ნიკას ციხეში ჯდომა უკვე მთელი ოპოზიციისთვის დამღუპველია, ნიკა უნდა იყოს გარეთ. ევროკავშირი კრიმინალებს და ქურდებს არ უხდის. ნიკამ აირჩია ეს გზა, ეს იყო ღირსეული. თვითონ თანახმაა იმიტომ, რომ ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია მელიაზე: ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის მიღება დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი “ენმ” -ზე: 6 თვე ტყუილს ყვებოდნენ “გაყალბებულ არჩევნებზე”, 3 თვე – ტყუილს ქართველ ნელსონ მანდელაზე