ანზორ მელია – ნიკას მინდა ვუთხრა – ბრძოლა ბოლომდე!

აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას – ბრძოლა ბოლომდე! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს ადამიანები ციხეში ჩასვას, მაგრამ ამას ისინი არ შეეგუებიან.

“დღეს ჩემ სათქმელზე პასუხი გაცემულია. პასუხი არის ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება. აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას. ივანიშვილს სურს ჩაგვსვას ციხეში და ხალხი ამას არ შეეგუება. დღეს აქციაზე ნიკას წერილი წაიკითხეს, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა. ეს არის ლიდერის წერილი, სამშობლოს სიყვარულზე განპირობებული წერილია. ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა – ბრძოლა ბოლომდე! ” – განაცხადა ანზორ მელიამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიუგულავა – კანცელარია დღეს მთავარი უტვინობის და ბოროტების სიმბოლოა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქების უსაფრთხოებისათვის