ანზორ მელია: მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, პირველი ნაბიჯი მაინც გადადგა ამ მთავრობამ

მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, – ამის შესახებ ექიმმა, ანზორ მელიამ „ტვ პირველი“ ეთერში განაცხადა.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა მთავრობამ.

„მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. პირველი ნაბიჯი მაინც გადადგა ამ მთავრობამ. გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით. აქვთ შესანიშნავი აპარატურა, სადაც შეიძლება მონიტორინგი ჩაუტარდეს ყოველწამიერი, ამიტომაც აუცილებლად უნდა დათანხმდეს ამით თავსაც გადაირჩენს, ელენე ხოშტარიასაც გადაარჩენს, პაატა ბურჭულაძესაც და ათეულობით მოშიმშილეს. ჩვენი გვინდა ცოცხალი, საღი აზროვნების და გონების პრეზიდენტი, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ აუცილებელია, რომ აუცილებელია საუკეთესო ექიმები ჩაერთონ და შესაძლებელია საზღვარგარეთიდანაც ჩამოიყვანონ, რათა წუთობრივად დაუნიშნონ დიეტები და ა. შ“, – განაცხადა ანზრო მელიამ.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი: იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვას დაიცავს და ჰოსპიტალთან აქციებს არ გამართავს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია გლდანის ციხესთან მივიდა – “დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას”