ანზორ მელია: კაცი გადაცემაზე მიდიოდა და თავს დაესივნენ და გაიტაცეს, ეს არ არის დაპატიმრება-ნიკამ მშობლები მოგვამზადა ამ დაჭერისთვის

“ნიკამ მშობლები მოგვამზადა ამ დაჭერისთვის, ფაქტობრივად, ველოდით ამ დაჭერას. კაცი როდესიც დინების წინააღმდეგ მიდის, იმას ყოველთვის ექნება წინააღმდეგობა, მაგრამ ამ სიტუაციაში, როდესაც კაცი გადაცემაზე მიდიოდა და თავს დაესივნენ და გაიტაცეს, ეს არ არის დაპატიმრება. ხვალ არის სასამართლო პროცესი, მართალია, ნიკა არ აპირებდა მისვლას და ამბობდა, რომ დაველოდები იქ, სადაც მათ გავაფრთხილებ. რა საჭირო იყო? მაგრამ ძალა უნდა აჩვენონ. ძალას კი არა სისუსტეს აჩვენებნ ესენი.

ამდენი წლის ექიმი ვარ და მე არ გამჭირდებოდა ნიკასთვის გირაოს გადახდა, მაგრამ სასტიკად ამიკრძალა. თუ პოლიტიკოსია და იტყვის სიტყვას, ის ბოლომდე უნდა შეასრულოს. ცოტა ხნის ადრე, ქალიშვილთან ერთად, მივდიოდით ნიკასთან გამოსამშვიდობელბად, და რომ გამოაცხადა მიშველაძემ დაიჭირესო, სახტად დავრჩით. ბავშვი შემეცოდა ძალიან, სანდრომ თქვა, კი მაგრამ, ხვალ უნდა დაეჭირათ და დღეს რატომ დაიჭირესო“,- ამბობს „ტვ პირველთან” ანზორ მელია.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებთ დემოკრატიული მსოფლიო თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებსგამოიყენონ სანქციათა სრული მექანიზმი მხოლოდ ეს გააჩერებს მიმდინარე ტერორიზმს საქართველოში
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, მთავარი ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მცირე ხნით მაინც გავიდნენ კულუარებში და არასაჯაროდ, კამერების გარეშე რამენაირად შეჯერდნენ საერთო და შედარებით ნაკლებად დამანგრეველ პოზიციაზე