ანზორ მარგიანმა და ლევან თევზაიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო დახმარება გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფის) აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო პროდუქტები გადასცა.

ღონისძიებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე მონაწილეობდნენ.

სასურსათო დახმარება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ 27 მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფის) ომის ვეტერანს გადაეცემა.

banner
წინა სტატიაშიასტრონომიული პეიზაჟის ფოტოკონკურსის ფინალისტები დასახელდა (ფოტო)
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი გახარიაზე: ტყუილია და ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი უბრალოდ იტყუება