ანზორ მარგიანმა ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.

ბათუმში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, რომელმაც დევნილ ბავშვებს დამდეგი-შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

კომპაქტურ ჩასახლებებში ასევე იმყოფებოდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის და სოციალურ საკითხთა რეგიონული მართვის განყოფილების უფროსი ნანა ჭანტურია.

აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები)აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ლელო საქართველოსთვის” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია შეხვდნენ სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ვუკ ჯერემიჩს
შემდეგი სტატიამეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა